Saturday, November 10, 2018

სომალის დედაქალაქში აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა

მოგადიშუში სამი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 39-ს მიაღწია. დაშავებულია 40 ადამიანი. დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს
თვითმკვლელმა ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები სასტუმრო Sahafi-ს კედელთან გუშინ აამოქმედეს, რომელიც სომალის საგამოძიებო დეპარტამენტთან ახლოს მდებარეობს. აფეთქდა დანაღმული ორი ავტომობილიც. 
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბააბმა აიღო. 
90-იან წლებში დიქტატორ მუჰამედ სიად ბარეს სათავეში მოსვლის შემდეგ სომალიში ძალადობრივმა ფაქტებმა იმატა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment