Saturday, November 10, 2018

ტემპერატურა იკლებს, მოსალოდნელია წვიმა და ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12 ნო­ემ­ბერს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა ამინ­დი გა­უ­ა­რეს­დეს.
რო­გორც AMBEBI.GE-ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში 11 ნო­ემ­ბერს უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა. 12 ნო­ემ­ბერს, დღის ბო­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, მათ შო­რის თბი­ლის­ში იწ­ვი­მებს.
11-12 ნო­ემ­ბერს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დღის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 16-21 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. 12 ნო­ემ­ბერს დღის ბო­ლოს ზემო იმე­რეთ­სა და კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი და­უ­ბე­რავს, რომ­ლის სიჩ­ქა­რე დრო­გა­მოშ­ვე­ბით წამ­ში 20-25 მეტ­რი იქ­ნე­ბა.
11 ნო­ემ­ბერს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში დღი­სით 12-17 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, 12 ნო­ემ­ბერს - 9-14 გრა­დუ­სი.
11 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში 15 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა; 12 ნო­ემ­ბერს – 12-13 გრა­დუ­სი.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment