Monday, November 12, 2018

The New York Times: საუდის არაბეთი ირანში მკვლელობებს გეგმავდა




საუდის არაბეთის მაღალჩინოსნები, რომლებიც დაახლოებულნი არიან მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან, 2017 წლის მარტში ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად ირანის მოქალაქეების მკვლელობას გეგმავდნენ. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით The New York Times-ი წერს. 

შეხვედრაზე ბიზნესმენებს შესთავაზეს 2 მილიარდი დოლარი, რათა მკვლელობაში ჩაერთოთ კერძო საგამოძიებო კომპანიები. იმათ შორის, ვის მოკვლასაც საუდელები გეგმავდნენ, იყო ირანელი სამხედრო კასემ სულეიმანი. ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, ბიზნესმენებმა ამ საქმეში ჩარევაზე უარი თქვეს.
შეხვედრას ესწრებოდა გენერალი ახმედ ასირი, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის ორგანიზების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასევე შეხვედრაზე იყვნენ ლიბანელი ბიზნესმენები და ისრაელი მოქალაქე ჯოელ ზამელ.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ერ-რიადში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც ის მოკლეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment