Monday, November 12, 2018

"მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან..." - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი

საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს და შსს-ს მი­მარ­თავს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს ყვე­ლა იმ უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, რაც მისი თქმით, მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტის თქმით, "მას და მის შვი­ლებს შუბ­ლის გახ­ვრე­ტით ემუქ­რე­ბი­ან":
„ბოლო დღე­ებ­ში 9, 10 და 11 ნო­ემ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და ჩემი შვი­ლე­ბის - თე­ი­მუ­რა­ზის და ქე­თე­ვა­ნის, ასე­ვე პი­რა­დად ჩემს მი­მართ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი და ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, სა­დაც ნათ­ლა­დაა გა­მოთ­ქმუ­ლი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა.
გა­მოკ­ვე­თი­ლად სხვა­დას­ხვა უხამ­სი სი­ტყვე­ბით, სა­მი­ვეს მი­მარ­თუ­ლე­ბით გაჟ­ღერ­და „შუბლს გა­გიხვრი­ტავ“, „თქვენს სის­ხლს დავ­ლევ“... მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რია, რა­მე­თუ ავ­ტო­რე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან: ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, თა­ვი­სი­ვე სტა­ტუ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და მის მე­თა­უ­რებ­თან.ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ქვეყ­ნის­თვის, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ემუქ­რე­ბი­ან ქალს და მის შვი­ლებს, მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სა­ხე­ლით, იმ ძა­ლის, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ჩემ­თვის პი­რა­დად ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბის ღირ­სე­ბის და თავ­და­დე­ბის სიმ­ბო­ლოა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თან­ხვედ­რი­ლი და იდენ­ტუ­რი ტექ­სტე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ იმა­საც, რომ სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის­გან წარ­მოთ­ქმუ­ლი მუ­ქა­რე­ბი, რე­ა­ლუ­რად ერთ კო­ლექ­ტი­ურ გეგ­მა­ში იწე­რე­ბა.ამ ქმე­დე­ბე­ბით კი­დევ ერთი სა­ფე­ხუ­რი გა­და­იდ­გა ქვე­ყა­ნა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის, შუღ­ლის, სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­მოს და­ფუძ­ნე­ბი­სათ­ვის, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ყო­ველ­დღი­უ­რად ერთ პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბის შიდა თუ გარე ლი­დე­რე­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი და ზოგი მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.
ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ერთ-ერთ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე და მის ოჯახ­ზე სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის გავ­რცე­ლე­ბა მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი.
მივ­მარ­თე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, რათა და­უ­ყო­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა მო­ცე­მულ ფაქ­ტებ­ზე, რომ დრო­უ­ლად იქ­ნას აღ­კვე­თი­ლი ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ და არე­უ­ლო­ბის­კენ.
მივ­მარ­თავ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­მელ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც არის და­იც­ვან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სიმ­შვი­დე და წო­ნას­წო­რო­ბა. გახ­სე­ნებთ, რომ ჩემი პირ­ვე­ლი მი­მარ­თვა დარ­ჩა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც უნდა იცავ­დნენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, გმობ­დნენ სი­ძულ­ვი­ლის ენას, გენ­დერულ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას და იცავ­დნენ პო­ლი­ტი­კურ კო­რექ­ტუ­ლო­ბას.
ამ­დე­ნად, შე­საძ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში შე­საძ­ლო დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ საქ­ცი­ე­ლის ავ­ტო­რებ­თან ერ­თად გა­ი­ნა­წი­ლე­ბენ, თუ სა­თა­ნა­დო და მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოყ­ვა ამას“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment