საქართველოში შესაძლოა, ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი ჩამოვიდეს. 1tv-ის ინფორმაციით, მომღერალი "საქართველოს ბანკის" პერსონალური მომსახურების ჯგუფ Solo-ს ჩამოჰყავს. "საქართველოს ბანკში" მომღერლის შესაძლო ჩამოსვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
"ჯერ სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. არც უარვყოფთ და არც ვადასტურებთ", - განუცხადეს ჟურნალისტებს "საქართველოს ბანკში".
ელტონ ჯონის ოფიციალურ საიტზე მომღერლის ტურებში საქართველო ჯერ არ არის მითითებული.
ბრიტანელი მომღერლის ჩამოყვანას საქართველოში ერთი წლის წინ Eastern Promotion-ი გეგმავდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. მაშინ მომღერალი საკმაოდ დიდ ჰონორარს ითხოვდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment