Thursday, May 18, 2017

საჯარო ლექცია აქტუალურ თემაზე


დღეს  გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ  და   საქართველოს სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხეს.
ლექციის თემა იყო „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და თანამედროვე გამოწვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში“ .

ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსი და განსხვავება სხვა საერთაშორისო სასამართლოებისგან; პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების წარმართვის პრინციპები  და 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სავარაუდო ვადები და შედეგები.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა უპასუხეს სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
გოჩა ლორთქიფანიძემ და ბექა ძამაშვილმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო ლაბორატორიები და იმიტირებული სასამართლო დარბაზი.







No comments:

Post a Comment