Saturday, May 20, 2017

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ვახტანგ ჩიდრაშვილმა კი - ვერცხლის

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი, ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლევან ნახუცრიშვილმა ოქროს და 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის 5 მედალია - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროს მედალი ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) მოიპოვა, ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაოს მედალი აიღო.

მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი სამბოში კვირას, 21 მაისს დასრულდება.
ipn.ge
 

No comments:

Post a Comment