კვლევის თანახმად, შემოსავლების შემცირება დაკავშირებულია ავიაგადაზიდვებზე მოთხოვნის კლებასთან, რადგან ადამიანებს ტერორისტული აქტების გამეორების ეშინიათ. აღნიშნულია, რომ მგზავრების ნაკადი 1,6%-ით შემცირდა.
იმავდროულად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2016 წლის ივნისში გადაზიდვების მოცულობა აღდგა და საშუალო მაჩვენებელსაც გადააჭარბა, რასაც სპეციალისტები ევროპაში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას და ბილეთებზე ფასების კლებას უკავშირებენ. თუმცა მოთხოვნა აზია-ევროპის მიმართულებაზე დღემდე არ აღდგენილა. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებულ ცნობებზე აზიის მოსახლეობა განსაკუთრბით მგრძნობიარე აღმოჩნდა.
IATA-ს ინფორმაციით, 2016 წელს მსოფლიოს მგზავრთა ნაკადის მოულლობა 7,4%-ით გაიზარდა, და რომ არა ტერაქტები, 7,8%-იანი ზრდა იქნებოდა.
მაისში, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გადამზიდავების ახალი სია, რომლებსაც ევროპაში ფრენა ეკრძალებათ. სიაში, დაახლოებით 200 ავიაკომპანიაა, რომლებსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment