Friday, May 19, 2017

საქართველოში წვიმა სამი დღე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა სამი დღე შენარჩუნდება. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ სამსახურში განუცხადეს, ხვალ, საქართველოს მასშტაბით ქარიც გაძლიერდება.
„დღეს, ხვალ და ზეგ იწვიმებს, დროგამოშვებით ძლიერად. ხვალ ქარიც უნდა გაძლიერდეს. თბილისშიც და ზოგადად, საქართველოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს ცუდი ამინდი. იქნება წვიმა, ზოგან - ძლიერი, ქარიც გაძლიერება, ზოგან იქნება სეტყვაც“, - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურში.
დღეს აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე რაიონი დაისეტყვა , მათ შორის, ბორჯომი, ბაკურიანი და გორი.
ipn,ge

განათლების სახლის საჩუქარი სკოლას

 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

 

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment