Sunday, November 11, 2018

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ტრამპის საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილოა

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. ამის შესახებ RTE.IE წერს
ტუსკის აზრით, დონალდ ტრამპი ერთიანი და ძლიერი ევროპის მიმართ არასათანადო ენთუზიაზმით არის განწყობილი. განცხადება ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა პოლონეთში ვიზიტისას გააკეთა.
დონალდ ტუსკმა განმარტა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ბრიუსელის პრეტენზიები არა პროპაგანდას, არამედ კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ემყარება.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა კანადაში, ივნისში გამართული დიდი შვიდიანის სამიტიც გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ტრამპის მოთხოვნით, სამიტის დასკვნით დოკუმენტში ვეღარ მოხვდა წინადადება, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ მხარეები პატივისცემით ეკიდებიან დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ წესრიგს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment