Tuesday, February 12, 2019

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგის TOP-10-ში შვიდი ქართველია

პარიზის გრანპრის შემდეგ ძიუდოს მსოფლიოს ორგანიზაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სასიამოვნოა, რომ რეიტინგის პირველ ათეულში შვიდი ქართველია.
შვიდი სპორტსმენიდან ხუთი მათგანი საქართველოს სახელით ასპარეზობს. ათეულში ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი მოხვდნენ.
ორი ძიუდოისტი საქართველოში აღზრდილი, ოღონდ უცხო ქვეყნის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი და რობერტ მშვიდობაძე არიან.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment