Friday, February 15, 2019

ესპანეთში 3.3 ტონა კოკაინის საქმეში ქართველიც ფიგურირებს

ესპანეთის პოლიციამ 3.3 ტონა კოკაინის საქმეზე საქართველოს ერთი და უკრაინის რვა მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით გემს, რომლის საშუალებითაც ნარკოტიკის შეტანას ესპანეთში აპირებდნენ, პორტუგალიის სანაპიროსთან გააჩერეს. 
მოგვიანებით ხომალდი სეტუბალის პორტში გადაიყვანეს. დანაშაულთან დაკავშირებული 11 პირი, პორტუგალიელმა სამართალდამცველებმა ესპანეთის ეროვნულ პოლიციას გადასცეს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ატარებენ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment