Tuesday, February 12, 2019

დავით კირკიტაძე: ეს საქმე ასე არ ჩაივლის, ბრძოლას ვაგრძელებთ

გურჯაანის სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. როგორც სასამართლოზე დავით კირკიტაძემ განაცხადა, დღეს ხელისუფლების ამოცანა მისი ციხეში დატოვებაა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ მისი საქმე პოლიტიკურია და დღეს, როდესაც აქტუალურია სასამართლო საკითხი, მოსამართლეები ამბობენ, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან, "მაგრამ ამას მოსამართლის ნათქვამი კი არა, მისი გადაწყვეტილება უნდა ადასტურებდეს".
"დღეს ხელისუფლების ამოცანაა, დავით კირკიტაძე ციხეში იჯდეს, თუმცა მათმა მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა. ეს არც ჩემი მეგობრებისთვის ყოფილა შემაფერხებელი", - თქვა კირკიტაძემ.
მისი განცხადებით, მისი საქმე "ასე არ ჩაივლის", "ბრძოლას ვაგრძელებთ, ამ ხელისუფლებას ჩამოვშლით", თქვა კირკიტაძემ.
ამასთან, ბრალდებულმა მადლობა გადაუხადა მეგობრებსა და მხარდამჭერებს თანადგომისთვის.
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად გასული წლის 19 დეკემბერს წარუდგინეს. 20 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კი კირკიტაძე მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა პატიმრობაში დატოვა. ნაციონალური მოძრაობის წევრს გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიციელისთვის ძალადობას და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment