Wednesday, February 13, 2019

სომხეთი რუსეთისგან სამხედრო თვითმფრინავებს შეიძენს


სომხეთი რუსეთისგან დამატებით, ახალი სამხედრო თვითმფრინავების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დავით ტონოიანის თქმით, ერევანი მოსკოვთან სუ-30 ტიპის გამანადგურებლების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თავდაცვის უწების ხელმძღვანელის განმარტებით, სომხეთი უახლოეს მომავალში, თვითმფრინავების გარდა, რუსეთისგან სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკის შეძენასაც აპირებს.
ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ რუსეთმა სომხეთს თავდაცვის სფეროს გასავითარებლად 100 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment