Thursday, February 14, 2019

სოლარი:„„რეალმა“ მისია შესანიშნავად შეასრულა“

სანტიაგო სოლარიმ „აიაქსთან“ მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ეს იყო ძალიან რთული მატჩი და მაქსიმუმის გაღების გარეშე გამარჯვებას ვერ მივაღწევდით. მადრიდის „რეალმა“ მისია შეასრულა. „ბარსელონადან“ მოყოლებული ურთულესი კალენდარი გვქონდა, რაც დიდ ენერგიას მოითხოვდა. 3 უმნიშვნელოვანესი მატჩი მეტ-ნაკლებად წარმატებით დავასრულეთ.“

„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ მაშინ, როდესაც ზეწოლა მოდის. გუნდმა იპოვა ბალანსი, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ჩვენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით 1/4 ფინალისკენ.“

„VAR სისტემაზე ახლა არაფრის თქმა შემიძლია, რადგან მონიტორზე არ მინახავს ის მომენტი, როდესაც ჰოლანდიელებმა პირველი გოლი გაგვიტანეს.“

„ასენსიო თამაშში შესანიშნავად ჩაერთო, ძალიან კმაყოფილი ვარ ესპანელი ფეხბურთელის გამოსვლით. მარკო ტრავმის შემდეგ ფორმაში დგება და გუნდის დახმარებას განაგრძობს.“

„„აიაქსმა“ საოცარ ტემპში ითამაშა. ტენ ჰაგის გუნდმა დიდი ენერგია დახარჯა, მაგრამ გამარჯვება საბედნიეროდ ჩვენ დაგვრჩა.“

„როდესაც ჰოლანდიელებთან მატჩი მიმდინარეობდა, ვფიქრობდი, რომ „ბარსელონა“ ჰოლანდიელებსაც ჰყავთ, ვინაიდან ეს გუნდები სათამაშო ფილოსოფიით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.“
Halamdrid.ge


No comments:

Post a Comment