Tuesday, February 12, 2019

საქართველოში მგზავრთნაკადი 11,5 მილიონით გაიზარდა

გასულ წელს საქართველოში მგზავრთნაკადი გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის იანვარ-დეკემბერში სატრანსპორტო დარგები 401.3 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 11.5 მლნ მგზავრით მეტია.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული საავტომობილო ტრანსპორტია. ამ სატრანსპორტო დარგის მიერ გასულ წელს 393.4 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა, მაშინ როცა 2017 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 383.1 მლნ მგზავრი შეადგინა. 
გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით, მეორე პოზიციაზე სამოქალაქო ავიაციაა, რომელიც გასულ წელს 5 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 0.9 მლნ მგზავრით აღემატება.
უმნიშვნელო ზრდა დაფიქსრიდა რკინიგზაზეც. გასულ წელს რკინიგზა 2.8 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის მონაცემს მხოლოდ 0.1 მლნ მგზავრით აღემატება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment