Friday, February 15, 2019

რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება

პატივისცემა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა „გთხოვთ“ და „მადლობა“. ეს უფრო მეტია, ვიდრე მაგიდასთან კარგი მანერები და ოფიციანტებთან თავაზიანად საუბარი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


პატივისცემაა დღესასწაულზე დედისთვის ყვავილების მირთმევა. ეს სახლში გაცილების შეთავაზებაა, როცა ადამიანი ხედავს, რომ დაღლილი ხართ. ეს დარეკვა და არა მოწერაა, როცა მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი არის საჭირო.
პატივისცემაა, როცა მეუღლე გწერთ, როცა იცის, რომ მოსვლა დააგვიანდება და ამისთვის თქვენ არ ინერვიულოთ. ეს ინფორმირებაა, რადგან თქვენ მისი ცხოვრების ნაწილი ხართ და იმსახურებთ იმის ცოდნას, თუ რა ხდება.

პატივისცემა ისაა, როცა კამათის დროს პარტნიორი თქვენს აზრს ითვალისწინებს მაშინაც კი, თუ არ ეთანხმება. ეს საშუალების ქონაა, გამოხატოთ თქვენი აზრი, იმის ნაცვლად, რომ ყვირილი დაიწყოს და გითხრათ, რომ არასწორი ხართ. ეს დაპირება და კომპრომისია.

პატივისცემა კამათში მკაცრი სიტყვების თქმისგან თავშეკავებაა. ეს ნიშნავს თქვენთან ადამიანურად მოპყრობას სიტუაციის მიუხედავად.

პატივისცემაა იმის აღიარება, რომ სექსის განწყობაზე არ ხართ და ამის გამო დანაშაული არ გაგრძნობინოთ. თუ არსებობს რაღაც, რაც თქვენ თავს კომფორტულად არ გაგრძნობინებთ, მაშინ ამის გაკეთება არ უნდა გაიძულოთ. ეს ნიშნავს მოსმენას, როცა შენ ამბობ „შეჩერდი“ და იმწამსვე ჩერდებიან.
პატივისცემა ნიშნავს, თქვენ მიმართ გულწრფელი იყოს, მაშინაც კი როცა სიმართლე მწარეა. ეს მომხდარზე საუბარია მაშინაც კი, თუ თქვენ მოსმენილი არ მოგეწონებათ.

პატივისცემა თანასწორულად საუბარია და არ აქვს მნიშვნელობა, ჯინსები გეცმევათ თუ კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ეს იმის გაცნობიერებაა, რომ ქალი არა გარეგნობით ან ტანსაცმლით, არამედ მისი პიროვნებით განისაზღვრება.

პატივისცემაა მეგობრებისთვის თქვენი, როგორც მისი შეყვარებულის გაცნობა. ეს თქვენი დაცვაა, როცა მისი დედა თქვენი მისამართით უხეშ კომენტარებს ამბობს.

ეს წვრილმანების გაკეთებაა, რომლებიც ძალიან ბევრს ნიშნავს.

პატივისცემა ნებისმიერ სიტუაციაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიყვარული.

თუ ის შეურაცხყოფას გაყენებთ, ყოველღამე გატირებთ და გღალატობთ, ის პატივს არ გცემთ.

თუ ის პატივს არ გცემთ, თქვენი ღირსი არაა.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment