Wednesday, February 13, 2019

როგორ მივხვდეთ არის თუ არა ბავშვი სექსუალური შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი. რჩევები

როგორ დავიცვათ ბავშვები ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროების თუ სხვა სახის საფრთხეებისგან. ასევე, როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ქცევაში მასზე ძალადობის შემცველი სავარაუდო ფაქტები. შესაბამისი რეკომენდაციები მშობლებს, მეურვეებს, ძიძებს და ყველას, ვისაც ბავშთან ურთიერთობა უწევს, პარტნიორობა "ადამიანის უფლებებისთვის - PHR" იურისტმა ანნა არგანაშვილმა მისცა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

• უნდა ვიცოდეთ რას გვეუბნება ბავშვი მაშინაც კი, როცა ის ძალიან ჩუმადაა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მაშინ თუ მხოლოდ ერთხელ გვითხრა, რომ ვიღაც ზრდასრულის ქცევაში რაღაც არ მოსწონს.  ეს მნიშვნელოვანია და უნდა გავარკვიოთ რას ეფუძნება მისი უარყოფითი ემოცია. 
• ხანდახან ხდება ისე, რომ ბავშვები მოულოდნელად იკეტებიან საკუთარ თავში, გაგვერიდებიან უფროსებს,  ჩვენთან აღარ უნდათ კომუნიკაცია - ესეც ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო ქცევაა, რომელიც შესაძლოა პრობლემაზე მიუთითებდეს. 
• ყურადღებაა მისაქცევია ბავშვი, როცა ასაკისთვის შეუსაბამო სექსუალიზირებული ქცევა აქვს. ამ სახის ინფორმაცია  მას არ უნდა ჰქონდეს.  ფაქტები კი ხშირია, რასაც მშობლები და აღმზრდელები უნდა დააკვირდნენ.
• მნიშვნელოვანია  ღამის კოშმარები, ძილის დარღვევა, რომელსაც არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება, არ აღვიქვათ პრობლემად. 
• ბავშვი თუ რომელიმე ზრდასრულ ადამიანთან დარჩენაზე მკვეთრ პროტესტს აცხადებს,  ამას აუცილებლად აქვს მიზეზი და უნდა გავარკვიოთ. ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის არ ვამბობთ, რომ სექსუალურ ძალადობასთან ან ძალადობას აქვს ადგილი, მაგრამ თუ ეჭვი წარმოგვეშვა, უკვე უნდა დავხარჯოთ დრო ამ ეჭვის გასარკვევად. 
ანნა არგანაშვილის თქმით, მსგავსი ეჭვების არსებობის შემთხვევაში უფროსებმა შესაბამის უწყებებს უნდა მიმართონ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხლო დამცველს, სოციალურ სამსახურს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს. უწყებამ 12 თებერვალს შესაბამისი კანონპროექტიც წარადგინა. 
მანამდე კანონის გამკაცრების შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ილაპარაკა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment