Friday, February 15, 2019

27 წლის წინ დაწყებული ისტორია - როგორია მამუკა ხაზარაძის ბიზნეს პერსონა

ყვე­ლა­ფე­რი 27-28 წლის წინ და­ი­წყო რამ­დე­ნი­მე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბი­თა და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯით.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დღეს მის სა­ხელს ისე­თი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბა, რო­გო­რიც თუნ­დაც ”თი­ბი­სი ბან­კია”.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე bpn.ge-ს სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ბიზ­ნესპრო­ცე­სებ­ზე 2015 წელს ესა­უბ­რა. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან:
მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბიზ­ნეს­მე­ნი, ”თი­ბი­სი ბან­კის” სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე:
თა­ვის დრო­ზე ბან­კი გა­ვა­კე­თეთ იმი­ტომ, რომ გვქონ­და მა­ღა­ზია და გვინ­დო­და შე­მო­სუ­ლი ფული სად­მე შეგ­ვე­ნა­ხა. სა­ბან­კო სექ­ტო­რი იმ დროს გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, რად­გან საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა და ყვე­ლა გა­და­რი­ცხვა გა­ჩერ­და. სწო­რედ იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში 250-300 ბან­კი მა­ინც და­რე­გის­ტრირ­და ძა­ლი­ან მცი­რე კა­პი­ტა­ლით, მათ შო­რის ჩვენც. მახ­სოვს, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მდე­ბა­რე სხვა მა­ღა­ზი­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­მაც მოგ­ვმარ­თეს თხოვ­ნით: მა­ღა­ზი­ა­ში ფუ­ლის და­ტო­ვე­ბას ან სახ­ლში წა­ღე­ბას იქ­ნებ თქვენ­თან შე­ვი­ნა­ხო­თო. შემ­დეგ მივ­ხვდით, რომ მხო­ლოდ ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბის მი­მართ კი არ გვქონ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღე­ბუ­ლი, არა­მედ სხვი­სი ფუ­ლიც გვე­ბა­რა.
- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ თქვე­ნი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა ბიზ­ნეს­ში ”თი­ბი­სი ბან­კია”?
- ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა გვქონ­და ბიზ­ნეს­ში. ფრაგ­მენ­ტუ­ლად ვიზ­რდე­ბო­დით, ისე რო­გორც ქვე­ყა­ნა გვაძ­ლევ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის შემ­დეგ ”ბორ­ჯო­მის” ბა­ზარ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა იყო. წარ­მა­ტე­ბა იყო ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ და­ვი­წყეთ ბოთ­ლში ჩა­მოს­ხმუ­ლი წყლის წარ­მო­ე­ბა და ეს კულ­ტუ­რა ჩვენ და­ვამ­კვიდ­რეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ”ბორ­ჯო­მი” გავ­ხა­დეთ მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნია და 40-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა მისი ექ­სპორ­ტი. წარ­მა­ტე­ბაა ”თი­ბი­სი ბან­კიც”, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა ის ხალ­ხია, ვინც ამ ბან­კში მუ­შა­ობს. ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა ჩემ­თვის ამ გუნ­დის შექ­მნაა. ალ­ბათ სწო­რად მი­ვუ­დე­ქით ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ძებ­ნას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ცხოვ­რე­ბაც და ბიზ­ნე­სიც, ირ­გვლივ მარ­თა­ლი და ერ­თგუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შე­მოკ­რე­ბაა. ერ­თგუ­ლე­ბა­ში კი საქ­მის, იდე­ის და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ. როცა ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ირ­ჩევ ხალ­ხს, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­დის.
- იმ დროს ბიზ­ნეს­ში თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა არ გქონ­დათ და რა იყო თქვე­ნი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა - რის­კი, აზარ­ტი თუ ალღო?…
- სი­ახ­ლის­კენ სწრაფ­ვა სულ მაქვს. სკო­ლა­შიც ასე­თი ვი­ყა­ვი და ინ­სტი­ტუ­ტშიც. აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის და თუ რამე სტუ­დენ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბო­და, სულ ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი. როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ინ­გრა, მივ­ხვდი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი თა­ვის­თვის უნდა ეშ­ვე­ლა. ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი უკვე, დე­და­ჩე­მის 130 მა­ნე­თით და მა­მა­ჩე­მის 180 მა­ნე­თით წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო იმ პე­რი­ოდ­ში რამე გა­გე­კე­თე­ბი­ნა, თან ჰი­პე­რინფლა­ცი­აც და­ი­წყო. მივ­ხვდი, რომ ბიზ­ნე­სი იყო ად­გი­ლი, სა­დაც მე უფ­რო­სი არ მე­ყო­ლე­ბო­და და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას შევ­ძლებ­დი - ჩემი თა­ვის პატ­რო­ნი ვიქ­ნე­ბო­დი და ეს მომ­წონ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად. თა­ნაც ბიზ­ნე­სი ისე­თი ”ხილი” იყო, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. ასე გავ­ხსე­ნით პირ­ვე­ლი სა­კო­მი­სიო მა­ღა­ზია, სამ­ხატ­ვრო სა­ლო­ნი... არა­და, როცა პე­ტერ­ბურ­გში ჩა­ვე­დით და ნა­ხა­ტე­ბი ჩა­ვი­ტა­ნეთ, ეგო­ნათ, რომ ბიზ­ნეს­ში უკვე ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ მხატ­ვრო­ბით დავ­კავ­დით. არა­და 15 ნა­მუ­შე­ვა­რი ჩა­ვი­ტა­ნეთ სას­ტუმ­რო ”ას­ტო­რი­ა­ში” და უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ფული აღარ გვქონ­და. ჩემ­თვის ბიზ­ნე­სი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სია და არა შე­დე­გი. არ ვიცი ეს კარ­გია თუ ცუდი, მაგ­რამ მე ასე მომ­წონს. ვიცი, რომ თუ პრო­ცესს კარ­გად გა­ვა­კე­თებ, შე­დეგ­თან აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალ. ბიზ­ნე­სი ჩემ­თვის არას­დროს ყო­ფი­ლა კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რი, ალ­ბათ ამი­ტო­მაც აღ­მოვ­ჩნდი ასეთ გრძელ­ვა­დი­ან ბიზ­ნე­სებ­ში და ლუ­დის ოპე­რა­ცი­ას თუ არ ჩავ­თვლით, სწრა­ფი მო­გე­ბა არას­დროს მი­მი­ღია. ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი წლებ­ზეა გათ­ვლი­ლი. როცა შე­დეგს ვაღ­წევ, სი­ცა­რი­ე­ლე დგე­ბა და ვგრძნობ, რომ იქ ჩემი ად­გი­ლი აღარ არის. ვხვდე­ბი, რომ ამ კონ­კრე­ტულ­მა საქ­მემ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით ჩემ­თვის თავი ამო­წუ­რა და გა­დავ­დი­ვარ სხვა თე­მა­ზე. ამი­ტო­მაც არის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნე­სის ავ­ტო­რე­ბი ვართ, მათ შო­რის არის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი ”ვულე-ვუ”, ”ბა­ბი­ლო­ნი”, ”ჩაი გუ­რი­ე­ლი” და სხვა
ambebi.ge

No comments:

Post a Comment