Tuesday, May 2, 2017

კვლევის მიხედვით, საქართველოში თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით ყოველწლიურად დაახლოებით 11000 ადამიანი იღუპება, მათ შორის 3000 არამწეველია

გაერო-ს განვითარების მსოფლიო ორგანიზაციამ თამბაქოს მოხმარების შესახებ კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადების გამო ყოველწლიურად დაახლოებით 11000 ადამიანი იღუპება და მათ შორის 3000 არამწეველია.
კვლევის მიხედვით, საქართველოში მწეველ მამაკაცთა პროცენტული მაჩვენებელი 57% შეადგენს, ხოლო ქალებს შორის მწეველთა რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში გაორმაგდა.
გაერო-ს წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ ტვირთებზე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 455 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თამბაქოსთან დაკავშირებულ დაავადებებზე გამოწვეული ხარჯები 73, 5 მილიონ ლარს შეადგენს.
გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენე მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით. 
1tv.ge

No comments:

Post a Comment