ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პრეზიდენტის სიძის მეგობარი მიხეილ თათარიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს და თათარიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს, ალტერნატივის სახით კი დაცვის მხარემ სასამართლოს 40 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რაც საბოლოო ჯამში მოსამართლემ გაიზიარა და მიხეილ თათარიშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, მოსამართლემ განმარტა, რომ თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში არსებობს ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.
ipn.ge
No comments:
Post a Comment