თუშეთში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. imedinews-ის ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი 52 წლის კაცის ცხედარი მაშველებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
პაატა ბუჟაიძეს ჯერ ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას მშობლიურ სოფელში, ლალისყურში გადაასვენებენ.
თუშეთში უბედური შემთხვევა რამდენი საათის წინ მოხდა. კაცი ზვავმა თუშეთის გზის მე-40 კილომეტრზე მოიყოლა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი შპს ,,გერალის" თანამშრომელი იყო, რომელიც თუშეთში გზის გაწმენდით სამუშაოების აწარმოებს.
imedinwes.ge

No comments:
Post a Comment