Tuesday, May 2, 2017

კახური მეტსახელები

1. „აგენტი მიშა“ - არ ესმის და სულ ყურის აპარატი უკეთია;
2. „აბოიმა თამაზა“ - გრიჟა აქვს;
3. „არკა გია“ - წინა ორი კბილი არ აქვს;
4. „არსენა მზია“ - მარტო მდიდარ კაცებს აძლევს;
5. „ბალღიყლაპია ციცო“ - კახელი მეძავი, კონკრეტული მიმართულებით;
6. „ბერმუდა ლექსო“ - რომ თვრება იკარგება და ვერსად ვერ პოულობენ;
7. „ბოქსიორი ანდრო“ - ხელში რაღაცა აფეთქებია, მტევნები მოუკვეთიათ და მაჯებშეხვეული დადის; 
8. „ბუხრის კუკლა ვაჟა“ - შავია და შეუხედავი;
9. „გამაიღე ანზორა“ - ცხრა შვილი ჰყავს;
10. „გერმანია მარო“ - ყველა მეზობელს ეჩხუბა;
11. „გოჩა თამაზა“ - შემთხვევით თოფი გაუვარდა და თავისი შვილი მოკლა (ხევისბერი გოჩას ვარიანტში);
12. „გუგულა ნოდარა“ - მეზობელ სახლში ყველა მოკვდა და იმ სახლში გადავიდა საცხოვრებლად;
13. „დენტრაულა“ - დაიბადა როცა სტალინის გარდაცვალების გამო იყო „დენ ტრაურა“;
14. „ვალეტი ლევანა“ - წელს ქვემოთ მოჭრილი აქვს ფეხები;
15. „ზიდანა ნათელა“ - თმა გასცვივდა ნახევრად;
16. „ზმეიკა ზურო“ - გულის ოპერაცია გაიკეთა და მკერდზე გრძლად ემჩნევა ნაკერები;
17. „თონე შოთა“ - დიდი ჭიპი აქვს;
18. „თოფილულა გურამა“ - დიდი ცხვირის ნესტოები აქვს;
19. „ილია ინგა“ - წნორელი ბოზია და ოც ლარს იღებს; 
20. „კვადრატა“ - მემონტაჟეა, ტელევიზორში მოწმესთვის სახეზე კვადრატის დაფარება დაავიწყდა და ის მოწმე მოკლეს მერე;
21. „კინგ-კონგი მიშა“ - შავია და ბანჯგვლიანი;
22. „ლეგო მალხაზა“ - ისეთ ავარიაში მოჰყვა ძლივს ააწყვეს;
23. „ლუკმა გია“ - ყელზე ის ადამის ვაშლი აქვს;
24. „მაგნიტა ნოდარა“ - ჯართს იბარებს; 
25. „მედალა გია“ - წინიდან სხვანაირია უკნიდან სულ სხვანაირი;
26. „მეკვლე ლელა“ - კარგი ფეხები აქვს;
27. „მთელი ლიზიკო“ – 80 წლისაა და გაუთხოვარი;
28. „მიზანა ზაზა“ - ცალი თვალი არ აქვს და დახუჭული აქვს;
29. „მიქელა დალი“ - სამი ქმარი ჰყავდა და სამივე მოუკვდა;
30. „მლაშე ვანო“ - ხუთჯერ იღრჩობოდა ზღვაში და გადარჩა;
31. „მოსამართლე ზურო“ - დედ- მამა სხვადასხვა ადგილას დაკრძალა;
32. „მუმუ ბესო“ - თავისი ძაღლი მოკლა;
33. „ნოე ოთარა“ - სახლში ბევრნაირი ცხოველები და ფრინველები ჰყავს; 
34. „ობიანი“ და „ბებერო“ - ნაადრევად გაჭაღარავდა (მამაჩემს ეძახიან ძმაკაცები);
35. „ორმოცა მარინა“ - სახეზე ჭარბთმიანობა აქვს და ორმოცამდე არ იპარსავსო;
36. „ორხელა გოგია“ - იმ სოფელში კიდევ ერთი გოგიაა ცალი ხელი აქვს და იმას ვერ გაუბედეს ცალხელას დარქმევა;
37. „პატიოსანი ნათია“ - სამი და ჰყავს და სამივე ბოზია;
38. „პატრაყვერა გოგიტა“ - ჯარში არ წამიყვანოთ, პატარა ყვერები მაქვსო კომისარს უთხრა;
39. „პიდარასტი ვიქტორა“ - მის ცოლს სახეზე დიდი წვერი აქვს;
40. „პროქტოლოგა“ - მანქანის მაყუჩების ხელოსანია;
41. „პროჭ - გოგია“ - უხასიეთო, უჟმური კაცია;
42. „რადიო მიშა“ - გარეთ არ გამოდის და სულ სახლიდან გპასუხობს; 
43. „რიკულები“ - ძმები არიან, ორივეს ხის ფეხი აქვთ და გვერდიგვერდ რომ დგებიან რიკულები გამოდისო;
44. „სადმოვჯო“ - ტყეში ტუალეტს ეძებდა;
45. „სარკომა“ - შვილია, მამამისს „კიბოს“ ეძახიან;
46. „საღორის ბოძი“ - პატარაა და მსხვილი;
47. „სკვაზნიაკა ეთო“ - ქორწილის ღამეს გამოაგდეს ქალიშვილი არ იყო;
48. „ტურისტი მახოია“ – ზურგზე კუზი აქვს და თითქოს ზურგჩანთა აქვს მოკიდებული;
49. „ტყუილად დალი“ – სამჯერ გათხოვდა და შვილი არ ეყოლა;
50. „უკარება თენგო“ – ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა;
51. „უკრაინა ზვიადა“ - ყვითელი თმა აქვს და ლურჯი სახე ლოთობისგან;
52. „ფუკა გელა“ - მეზობელმა ცოლი წაართვა;
53. „ფუჩურა ნიკო“ გინეკოლოგია სიღნაღში; 
54. „ქართველი რეზო“ - ცოლი რუსი ჰყავს და დედა სომეხი;
55. „ქრისტე ჯემალა“ - მკვდარი ეგონათ და მესამე დღეს გაიღვიძა;
56. „შაჰაბასა ვალერა“ - ვენახი გაჩეხა და ლობიო დათესა;
57. „ჩაპლინა“ – ყრუ მუნჯია დაბადებიდან;
58. „ჩარიდუ“ – მარცხენა ხელზე ოთხი თითი აქვს, მარჯვენაზე ორი;
59. „ჩაწეული ვანო“ - ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს;
60. „ცვრიანი კაკო“ - ბენზინი გადაესხა და ნახევარი ტანი დაეწვა;
61. „ცოტა გივია“ – მარცხენა ხელი და ფეხი არ აქვს;
62. „ძროხა გია“ - ხორცს არ ჭამს;
63. „წითელქუდა თამაზა“ - ბებიამისი მგელმა შეჭამა;
64. „წმინდა გიორგა“ - თავისი სიდედრი მოკლა ფიწალით;
65. „ხაშლამა ავთო“ - ადუღებულ წყალში ჩავარდა;
66. „ჯეკა მზია“ - ოთხი ტყუპი გააჩინა;
67. „ჰე ბიჭო თამაზა“ - კახელების ზესიძე იმერელია;
68. „ავჩარკა თამარა“ - ავი, მოჩხუბარი ქალია;
69. „აბრეზა ლაშა“ - ძალიან დაბალი ტანისაა;
70. „სტუმრის შაქნილი“ - პატარა ტანისაა და მშობლებს არ გავს;
71. „პერებოი“ - ენა ებმის;
72. „მთელი არ იყავ მერი“ - ქორწილის ღამეს ქალიშვილი არ აღმოჩნდა;
73. „კურდღლის ბუღა“ – 1.55 მეტრია. თავისივე თქმით ქალთან ერთ საათში 5 - ჯერ მეტი ვერ მოასწრო და ნერვიულობს!
74. „არტურა“ - ცოლს საყვარელთან მიატანა (ფიზიკურად ძალიან ძლიერთან) და დიდსულოვნად აპატია.
75. „ტაჰამატა“ - ბალღობაში დაარქვეს პატარა ტანის გამო. 2.07 მეტრი და 170 კილო გაიზარდა.

No comments:

Post a Comment