Wednesday, May 17, 2017

კულტურის სამინისტრომ საპატრიარქოს, ფრესკების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ეკლესიებში პარაფინის ნაკლები შემცველობის მქონე სანთლების გამოყენების თხოვნით მიმართა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრებში პარაფინის ნაკლები შემცველობის მქონე სანთლების გამოყენების თხოვნით მიმართა. საკითხი ფრესკებისა და საეკლესიო მხატვრობის გაფრთხილებას უკავშირდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განუცხადა, შესაბამისი თხოვნით სამინისტრომ საპატრიარქოს უკვე მიმართა და საპატრიარქოს მხრიდან საკითხის გათვალისწინების მზადყოფნა არის.

”კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და საპატრიარქოს ჩართულობით შექმნილია ერთობლივი საბჭო, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილება, დაწყებული რეაბილიტაციით, კონსერვაციით და სხვადასხვა მიმდინარე ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს დაყენებული. ამ საბჭოს ფარგლებში იყო მსჯელობა სანთლებთან დაკავშირებით. საპატრიარქოს მხრიდან იყო დაპირება, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ამ საკითხს”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ipn,ge

No comments:

Post a Comment