Monday, May 15, 2017

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა


აზერბაიჯანულმა არმიამ მთიანი ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავისი სარაკეტო სისტემის განადგურების ფაქტი, - წერს აზერბაიჯანული haqqin.az.

ინციდენტი 15 მაისს მოხდა. აზერბაიჯანული მხარე ფაქტის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთის მხარე აცხადებს, რომ "სარაკეტო დარტყმის შედეგად სამხედრო ტექნიკა დაიზანდა".

ბაქოს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ, რისთვისაც თავდაცვის წინა ხაზზე საზენიტო-სარაკეტო კომპექსი "ოსა" განათავსეს.

აზერბაიჯანის საფრენი აპარატებისთვის შექმნილი რეალური საფრთხიდან გამომდინარე, ასევე მოწინააღმდეგის აქტიურობის აღსაკვეთათ, სრულად განადგურებულია კომპლექსი "ოსა" - ნათქვამია აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.

ინფორმაციას სამხედრო შეტაკების შესახებ ავრცელებს Associated Press-იც. სააგენტო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ უწყებამ გაანადგურა სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა მთიან ყარაბაღში.

მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაა, თუმცა 1994 წლის სეპარატისტული ომის დასრულების შემდეგ მას ადგილობრივი ეთნიკური სომხები აკონტროლებენ. თუმცა ოფიციალური ბაქო ამტკიცებს, რომ ტერიტორიაზე სომხეთის რეგულარულია არმია იბრძვის. კონფლიქტის მოლაპარაკებებით გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა ფუჭია, და შეტაკებები გრძელდება.

მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობა აცხადებს, რომ აზერბაიჯანის "პროვოკაციას უპასუხოდ არ დატოვებს".
imedinews.ge

No comments:

Post a Comment