საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატს პარტია „ეროვნული ფრონტიდან“ მარინ ლე პენს ბრეტანში, სადაც ის ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, კვერცხები დაუშინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ დაცვის წევრები აარიდონ საპრეზიდენტო კანდიდატს ხალხის მიერ ნასროლი კვერცხები.
ლე პენის მისამართით მისი მოწინააღმდეგეები სკანდირებდნენ სიტყვებს -„ძირს ფაშისტები“.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი დაუპირისპირდებიან.
1tv.ge

No comments:
Post a Comment