ნებისმიერი წყვილის ურთიერთობაში დგება კრიზისი, როცა ურთიერთობა იძაბება, გამუდმებით კამათობთ და საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. ისეთ რამეძე ღიზიანდებით, რაც მანამდე საერთოდ არ გაინტერესებდათ, საუბარი იწყება წვრილმანებით და გადადის ისეთ კამათში, რომლის შემდეგაც ერთმანეთამდე მისასვლელი ხიდები ტყდება. ამგვარი სიტუაცია საბოლოო ჯამში ანგრევს ურთიერთობას და სიყვარულს, საყვარელი ადამიანი, რომლის დანახვაზეც ერთ დროს გული გიჩქარდებოდათ, უცხო და არასასურველი ხდება. აღნიშნულ ინსტრუქციაში გასწავლით კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას იმისთვის, რომ დიდ ხანს შეინარჩუნოთ სიყვარული.
საფეხურები
- თავი წარმოიდგინეთ მის ადგილასმაქსიმალურად შეეცადეთ თქვენი პარტნიორის ადგილას წარმოიდგინოთ თავი. შესაძლოა, მასაც სტკივა თავი, დაღლილია, უბრალოდ მშიერია და გაღიზიანებული. თუ ასე მოიქცევით, თანაგრძნობის გრძნობა გაგიჩნდებათ და კამათიც ნაკლებად მოგივათ.
- სიურპრიზებიშეეცადეთ ხშირად გაუკეთოთ პატარა სიურპრიზები: მოუმზადეთ სადილი, რომელიც უყვარს, აანთეთ სააბაზანოში სურნელოვანი სანთლები, მოუმზადეთ დილით ყავა. ურთიერთობა ხომ წვრილმანებისგან შედგება.
- იყავით გულწრფელინუ დაფარავთ სურვილებს და უკმაყოფილებას. მთავარია, ეს ტაქტიანად გააკეთოთ და არც გულში დაიტოვოთ. აუცილებლად უნდა იცოდეს თქვენმა პარტნიორმა, რა მოგწონთ და რა არა. აგრეთვე, თავადაც ჰკითხეთ აზრი ყველაფერზე. მთავარია, რომ იფიქროს რომ მისი სურვილები თქვენთვისაც მნიშვნელოვანია.
- ხშირად შეაქეთადამიანებს უყვართ, როცა მასში რაღაც დადებითს ხედავენ. შეგიძლიათ შეაქოთ ყველაფერზე, თუნდაც, როგორ კარგად გამოცვალა ნათურა, ან გემრიელი ყავა მოამზადა. ამით მას სტიმულს მისცემს რომ უფრო მეტი კომფორტი შეგიქმნათ და მეტად გაგანებივროთ.
batumuriambebi.ge
No comments:
Post a Comment