Tuesday, May 2, 2017

ენტონი ჯოშუა პირველი მილიარდერი მოკრივე ხდება

მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში, ენტონი ჯოშუა შესაძლოა პირველი მილიარდერი მოკრივე გახდეს. 27 წლის ბრიტანელის პრომოუტერის, ედი ჰირნის ამ მოსაზრებას Sportbible.com. ავრცელებს.
“ენტონი ახლაც მდიდარია და მას მარტივად შეუძლია გახდეს პირველი მოკრივე, რომელმაც მილიარდი გამოიმუშავა. ის სულ რაღაც 27 წლის არის და წინ სულ ცოტა ათწლიანი კარიერა აქვს. მისი კომერციული პოტენციალი გაცილებით დიდია, ვიდრე ბექჰემის და სხვა ტოპფეხბურთელების ფეხბურთის სამყაროში“, - ამბობს ჰარნი.
The Mirror -ის ინფორმაციით კი ჯოშუას ჰონორარმა, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკოს დამარცხების შემდეგ 19,3 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ ორთაბრძოლის შემდეგ, როცა ბრიტანელმა მოკრივემ კლიჩკო მე-11 რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მძიმე წონით კატეგორიაში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment