განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სხვადასხვა დროს წარმოთქმულ ფრაზებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მკითხველს სთავაზობს:
"ჩვენ გვჭირდება ახალი კომბლე, ახალი ნაცარქექია და ახალი რწყილი და ჭიანჭველა" - განაცხადა ტელეკომპანია პირველთან საუბრისას. 28 ნოემბერი, 2016
"ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას სკოლაში ვერ ისწავლის", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. (28-11-2016)
"დღემდე ველოდები, როდის გამომადგება დედაქალაქების ზეპირად ცოდნა, 43 წლის ვარ და ჯერ არ დამჭირვებია“ - კვირის პალიტრა, 28 ნოემბერი
"ბავშვმა თუ იცის ფიზიკა, მაგრამ ვერ იტანს მეზობელს, რა არის ამაში მოსაწონი", - კვირის პალიტრა, 28 ნოემბერი
"კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა, მასთან ორი პრეტენზია მაქვს", - განაცხადა რადიო პალიტრის გადაცემა რეზიუმეში, 10 ნოემბერი
"თამადაც ვიყავი და იქაც არ გამომადგა ლექსები და საზეპიროები", - გადაცემა იმედის დროში, 14 ნოემბერი
"ჩვენი სკოლა ისეთია, მეშვიდე კლასამდე შეაჯავრებს ბავშვს სწავლას", - განაცხადა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე, 31 ოქტომბერი
"კომბლე ცუდი მეცხვარეა, "სუპერმენი" და „სპაიდერმენი" მასწავლებლები არიან", - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რადიო პალიტრის გადაცემა რეზიუმეში, 10 ნოემბერი, 2016
"გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონს ნიუტონი არ ეთანხმება", - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, 26 სექტემბერი, 2016
"უნდა გადავწყვიტოთ, სკოლა გამოცდებისთვის ამზადებს, თუ ცხოვრებისთვის" - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასკოლო განათლების შესახებ, 15 ნოემბერი, 2016

No comments:
Post a Comment