Sunday, February 10, 2019

4 ახალი საშიში ინფექცია, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის

ახალი დაავადებები სულ ჩნდება და გამონაკლისი არც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია. BBC ბაქტერიების 4 ტიპზე წერს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ბაქტერია Neisseria meningitidis-ი იწვევს მენინგოკოკურ ინფექციას. ის გადეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ბაქტერია იწვევს ნაზოფარინგიტს, მენინგოკოკცემიას, ხოლო ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში - ეპიდემიურ ცერებროსპინალურ მენინგიტს (ზურგის და თავის ტვინის რბილი გარსების ჩირქოვანი ანთება). 
ადრე მენინგოკოკურ ინფექციას მენინგიტს უკავშირებდნენ, რომელიც ხშირად სრულდება ფატალური შედეგებით, თუმცა ახლა მას სულ უფრო ხშირად უკავშირებენ შარდ-სასქესო ტიპის ინფექციებს.
ინფექციის მატარებლები მოზრდილების 5-10%-ია. როგორც წესი, ბაქტერიები Neisseria meningitidis-ი ადამიანის ცვირ-ხახაში ცხოვრობენ. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ბაქტერიები ორალური სექსის დროს გადადის. 
გენიტალიების მიკოპლაზმა ზომით ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბაქტერიაა, თუმცა მისგან გამოწვეული დაავადება ყველა საშიში ინფექციების სიაშია, რომელის სქესობრივი გზით გადადის. 
ამ ბაქტერიის შესახებ 1980-იან წლებში გახდა ცნობილი. ამ დროისთვის მისი მატარებელი პლანეტის მოსახელეობის 1-2%-ია, ძირითადად მოზარდები და ახალგაზრდები.
ხშირად ეს დაავადება სიმპტომების გარეშე ვითარდება ან ისეთი სიმპტომები ვლინდება, როგორებიც აქვს გონორეას და ქლამიდიოზს.
შიგელოზი დაავადებების ჯგუფია, რომელსაც შიგელის ტიპის ბაქტერიები იწვევს. Shigella flexneri-ით დაავადების შედეგი დიზენტერია ხდება.
ადრე მიიჩნევდნენ, რომ ამ დაავადებით ძირითადად ბავშვები და მოზაურები ავადდებოდნენ, რომლებიც ღარიბ ქვეყნებში მიემართებიან.
თუმცა 1970-იან წლებში შიგელოზის დიაგნოზს სულ უფრო ხშირად უსვამდნენ გეებსა და ბისექსუალებს. როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ბაქტერიები ანალური და ორალური სექსის დროს გადადის.
ამ დაავადებას ბაქტერია Chlamydia trachomatis-ის იშვიათი შტამი იწვევს. დაინფიცირების შემთხვევაში გენიტალიების მიდამოებში მუწუკები და წყლულები ჩნდება, შემდეგ კი ინფექცია ადამიანის ლიმფურ სისტემაში აღწევს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ლიმფოგრანულომა საკმაოდ გახშირებულია ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. როგორც წესი, დაავადება გეებსა და ბისექსუალებს უდგინდებათ.
ექიმების თქმით, პრეზერვატივის გამოყენება ამ დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს.
კიდევ რომელი დაავადებები გადადის სქესობრივი გზით და რა სიმპტომები აქვს მათ, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment