Saturday, February 2, 2019

უხვი ნალექის გამო ავსტრალიის აღმოსავლეთში წყალდიდობაა

უხვმა ნალექმა ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქუინსლენდის ქალაქი თაუნსვილი დატბორა. ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ. ამის შესახებ BBC წერს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სინოპტიკოსები ავსტრალიის აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში უხვს ნალექს უახლოეს დღეებშიც პროგნოზირებენ. ადგილობრივი მთავრობა ვარაუდობს, რომ დატბორილი საცხოვრებელი სახლების რაოდენობა 20 ათასს მიაღწევს. 
ქუინსლენდის ჩრდილოეთით ტროპიკული კლიმატია და დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით უხვი ნალექი ხშირია, თუმცა მსგავსი ვითარება თაუნსვილის შემოგარენში მაინც იშვიათია. 
ავსტრალიის დანარჩენ ნაწილში გაუსაძლის სიცხეებს ებრძვიან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment