Saturday, February 2, 2019

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი "youtube"-ზე ატვირთა

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლია პირი, რო­მელ­მაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "youtube"-ზე ატ­ვირ­თა და ამ გზით გა­ავ­რცე­ლა. და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მისი თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ინა­ხე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის და­სად­გე­ნად.
"ამას­თა­ნა­ვე, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხულ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ითა­ნამ­შრომ­ლეს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. გვსურს, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არ ჩა­ერ­თონ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და შე­წყვი­ტონ მსგავ­სი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით გავ­რცე­ლე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment