Wednesday, May 3, 2017

საატესტატო გამოცდების დაწყების თარიღი მე–11 და მე–12 კლასელთათვის ცნობილია – გამოცდები 2017

2016-2017 სასწავლო წლისთვის მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდების დაწყების თარიღის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ მიაწოდა.

მისი თქმით, მე-12 კლასელებისთვის სკოლის საატესტატო გამოცდები 2017 წლის 21 მაისს დაიწყება, ხოლო მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2017 წლის 16 ივნისს დაიწყება.

მე–11 კლასის მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია

მე–12 კლასის მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქართული, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა

გამოცდების განრიგს საგნების მიხედვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მინისტრის ბრძანების თანახმად გამოაქვეყნებს.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment