შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე მიმართა.
კანონის მოქმედი რედაქციით, უმაღლესი განათლების რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო, მოვალეობის შემსრულებელს კი მეცნიერთა და ლექტორთა ფართო შემადგენლობა.
“საარჩვევნო კოლეგიის ფართო შემადგენლობა ირჩევს დღეს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რაც საღი აზრი არაა, მაშინ როცა რექტორს მხოლოდ აკადემიური საბჭოს მცირე შემადგენლობა ირჩევს. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით, რექტორსაც და რექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც კანონის მიღების შემთხვევაში აირჩევს აკადემიური საბჭო”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ კომიტეტის სხდომაზე.
ცვლილებათა კანონპროექტს კენჭი კომიტეტზე უკვე უყარეს და ის პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტი ტექნიკური დეტალების მოწესრიგებისთანავე პირველივე პლენალურ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment