საქართველოს საპატრიარქო 6-ზე მეტ შვილიანი ოჯახებისთვის თავდადებული მშობლის ტიტულის მინიჭებას იწყებს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში 100 ოჯახს მიენიჭება თავდადებულის სიგელი.
აღნიშნულ ოჯახებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დალოცავს. სასულიერო პირები კი მათ "მამულისთვის თავდადებული მშობლების სიგელს" გადასცემენ.
tabula.ge

No comments:
Post a Comment