Wednesday, May 17, 2017

ცხინვალში ზალბერის გაკეთებული განცხადების გამო იანოშ ჰერმანი საგარეო უწყებაში დაიბარეს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ცხივალში ვიზიტის დროს, ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმაც გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის განცხადება ღრმა შეცდომაა. ვოლსკის აზრით, ეს ევროკავშირის პოლიტიკას არ უკავშირდება.
ipress.ge

No comments:

Post a Comment