ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედროებმა, სირიის დასავლეთში, მდინარე ევფრატთან არსებული ისტორიულ ქალაქ დურა-ევროპოსში, რამდენიმე ბარელიეფი და ძეგლი გაანადგურეს. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო SANA.
ვანდალების მიერ განადგურებული ქანდაკებების ვიდეოკადრები ტერორისტების მხარდამჭერ ვებგვერდებზე გავრცელდა. სააგენტოს ცნობით, დურა-ევროპოსი რამდენიმე ხნის წინ მთლიანად გაქურდეს. ხშირ შემთხვევაში, ისტორიულ ქალაქებში ტერორისტები რელიკვიებს იპარავენ და შემდგომ შავ ბაზარზე ყიდიან. თუ ვერ გაყიდიან - ანადგურებენ.
მედიამ, ამ მოვლენას „სირიის ცივილიზაციისა და მსოფლიოს საგანძურის წინააღმდეგ დანაშაული“ დაარქვა.
ისტორიულ მემკვიდრეობის ობიექტების განადგურების ფაქტები, ფართოდ დაფიქსირდა ქალაქ პალმირაში. 10 თვის განმავლობაში ჯიჰადისტებმა იქ ისტორიული მნიშვნელობის უამრავი ძეგლი გაანადგურეს. პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეყვანილი. კონფლიქტის დაწყებამდე ქალაქს ყოველწლიურად 150 ათასი ტურისტი სტუმრობდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment