ავტომანქანების იაპონურმა მწარმოებელმა Toyota მფრინავი მანქანის შექმნაზე მომუშავე ინჟინერთა ჯგუფს მხარს უჭერს. კომპანიამ 352.4 ათასი დოლარი მისცა დამწყებ ორგანიზაციას სახელწოდებით "Cartivator", რომელიც მფრინავი მანქანის იდეაზე მუშაობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამიერიდან Toyota პროექტ Skydrive-ის მხარდამჭერია. პროექტი გულისხმობს უპილოტო მფრინავი მანქანის შექმნას, რომელსაც სამი ბორბალი და ტურბინის 4 თვალი იქნება.
Skydrive-ის ცნობით, მანქანის სიგრძე 2.9 მეტრი, სიგანე კი 1.3. მეტრი უნდა იყოს და ამ მონაცემებით ის ყველაზე პატარა მფრინავი მანქანა იქნება მსოფლიოში. რაც შეეხება ფრენის მონაცემებს, ინჟინრების თქმით, მანქანა მიწიდან 10 მეტრ სიმაღლეზე 100 კმ/სთ-ით ფრენას შეძლებს.
პროექტზე მომუშავე 30 ინჟინერი იმედოვნებს, რომ მანქანის პროტოტიპი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზად იქნება.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment