Sunday, January 20, 2019

ამერიკული სამხედრო გემი „დონალდ კუკი“ ბათუმშია

დღეს დილით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი.“ მეთაურია კაპიტანი მეთიუ პაველი, ეკიპაჟში კი 306 მეზღვაური შედის.
ის ამჟამად ბათუმის პორტშია. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა წვრთნაში.
საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში.
ეს არის ხომალდის მეორე ვიზიტი საქართველოში. დღესვე დაგეგმილია გემის ეკიპაჟის ოფილიალური დახვედრა. გაიმარება ტურები ხომალდზე.
“დონალდ კუკი” საესკადრო ნაღმოსანი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია “არლი ბიორკის” ტიპის სამართავი რაკეტებით. ხომალდი სარაკეტო გამანადგურებელია, ის ექსპლუატაციაში 1998 წელს ჩაეშვა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment