Sunday, January 20, 2019

მოსკოვში კურილის კუნძულების იაპონიისთვის გადაცემის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

მოსკოვში კურილის კუნძულების იაპონიისთვის გადაცემის მოწინააღმდეგეების აქციაგაიმართა. მიტინგის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტობის  ექკანდიდატი სერგეი ბაბურინი და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრი იგორ სტრელკოვი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „ჩვენ კურილებს არ დავთმობთ“, „გეყოთ რუსეთის გაჩუქება“, „ხელები შორის კურილებისგან“, „მივცეთ პუტინი კურილების ნაცვლად“ და ა.შ.
გასული წლის სექტემბერში პუტინმა სინძო აბეს სამშვიდობო შეთანხმება ყოველგვარი მოსამზადებელი წინაპირობების გარეშე წლის ბოლომდე შესთავაზა, თუმცა მაშინ იაპონიამ ეს წინადადება არ მიიღო და განაცხადა, რომ მშვიდობა ვერ იქნება, სანამ კურილის საკითხი არ გადაწყდება
ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება უკვე 70 წელიწადია ვერ ხერხდება. ამისათვის იაპონია ოთხი კუნძულის დაბრუნებას მოითხოვს. მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ ეს კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა და მათი სუვერენიტეტის საკითხი უდავოა
რუსეთისა და იაპონიის პრეზიდენტების შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართება
imedinews.ge

No comments:

Post a Comment