Monday, January 21, 2019

ჩილეში მიწისძვრას 2 ადამიანი ემსხვერპლა


ჩილეში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ბიძგები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კოკიმბოდან 16 კილომეტრში დაფიქსირდა, რამაც მეწყერი გამოიწვია. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 2 ადამიანი იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. სტიქიური უბედურების ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment