Monday, January 21, 2019

არიანა გრანდეს პლაგიატში ადანაშაულებენ

არიანა გრანდე პლაგიატში ამხილეს. საუბარია კომპოზიცია "7 Rings"-ზე. რეპშემსრულებელი "პრინსეს ნოკია" ირწმუნება, რომ არიან გრანდემ სიმღერის ტექსტი მას მოჰპარა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
არიანა გრანდეს პლაგიატში რეპერები Soulja Boy და 2 Chainz-იც ადანაშაულებენ. 
არიანა გრანდეს ოფიციალურ Youtube არზე სიმღერის 7 Rings პრემიერა 17 იანვარს შედგა. დღეს კლიპს უკვე 50 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ჰანა ლუქს დევისის გადაღებულ ვიდეოში, 26 წლის შემსრულებელი გლამურულ წვეულებაზე ერთობა და აღნიშნავს, რომ ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს.
14 დეკემბერს ახალგაზრდა ვარსკვლავმა დისკის საიმიჯო სინგლი Imagine გამოუშვა, ფირფიტის ლიდ სინგლის Thank U, Next რელიზი კი 3 ნოემბერს შედგა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment