Sunday, January 20, 2019

ვიდეოკადრები, სადაც ჩანს როგორ ჩადის თხრილში ბავშვი, რომელიც აფრიკის დასახლებაში გარდაცვლილი იპოვეს


„ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს სავარაუდოდ ბავშვი, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ თხრილში გარდაცვლილი იპოვეს. ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდება ის ველოსიპედით, აჩერებს მას და ჩადის თხრილში.
მოზარდის ცხედარი 18 იანვარს საღამოს, აფრიკის დასახლებაში შპს „კრიალას“ ღობის მიმდებარედ არსებულ თხრილში აღმოაჩინეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შპს „კრიალას“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ზაზა გურგენიძე: „ეს სამწუხარო შემთხვევა მოხდა ჩვენი საწარმოს ღობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა ბავშვი ველოსიპედით 13:07 წუთზე. ბავშვი აჩერებს ველოსიპედს, ველოსიპედიდან იღებს რაღაც ნივთს, სავარაუდოდ იმ წერაქვს, რომელიც იპოვეს იმ ბავშვთან ერთად და ჩადის თხრილში. დაახლოებით საათნახევარში თხრილთან ჩერდება მანქანა, იქვე ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დგანან თხრილთან და გარკვეული დროის შემდეგ მიდიან. საღამოს კი უკვე პოლიციამ და ოჯახის წევრებმა იპოვეს მიწაში ჩაფლული ბავშვი. ჩვენი სათვალთვალო კამერების ყველა ჩანაწერი პოლიციას უკვე გადავეცით და ისინი ალბათ ყველაფერს დეტალურად შეისწავლიან. ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია. პირადად მეც და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩვენი თანამშრომლები, გუშინ პოლიციაში გამოგვკითხეს მოწმის სახით “.
აფრიკის დასახლებაში მოზარდი გიგა ბაგაშვილი თხრილში გარდაცვლილი 18 იანვარს იპოვეს. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებულია რამდენიმე საწარმო - „შპს კრიალა“, „შპს ანა“, „შპს კნაუფი“ და სხვა. „შპს კრიალა“, რომლის ღობესთანაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, „მედია პალიტრის“ შვილობილი კომპანიაა და ქაღალდის პროდუქტებს აწარმოებს.

No comments:

Post a Comment