Monday, January 21, 2019

აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში 3 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი წებელდის პოლიგონის მახლობლად 18 იანვარს მოხდა.
სამხედრო კოლონის ერთ-ერთი ჯავშანმანქანა ხეობაში გადავარდა. ინციდენტის მიზეზი შესაძლოა ჯავშანმანქანის ტექნიკური გაუმართაობა ან მძღოლის შეცდომა იყოს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment