Sunday, January 20, 2019

მამუკა ბახტაძეს ლიეტუვაში დღეს შეხვედრები აქვს დაგეგმილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ლიეტუვას ეწვია. მამუკა ბახტაძეს დღეს მაღალი რანგის შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
მამუკა ბახტაძეს დღეს ლიეტუველი კოლეგა, საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მამუკა ბახტაძე დღესვე გვირგვინით შეამკობს ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების მემორიალს, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯარისკაცის, კაპიტან დათიკო მაჭავარიანის საფლავს.
"წელს სრულდება საქართველო-ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. გარდა ამისა, გასულ წელს იყო ასწლეულის აღნიშვნა როგორც ლიეტუვის რესპუბლიკისათვის, ასევე საქართველოსათვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან და მთელი წელი გახლდათ სიმბოლიზმით დატვირთული. სწორედ ასეთი შესანიშნავი გარემო არის ვიზიტისათვის. საქართველოს პრემიერმინისტრი შეხვდება ლიეტუვის პრემიერ საულიუს სკვერნიალისს. მას ასევე ექნება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურ დალია გრიბაუსკაიტესთან, ლიეტუვის პრეზიდენტთან. შეხვედრებისას განხილული იქნება როგორც ორმხრივი ურთიერთობები ლიეტუვასა და საქართველოს შორის, ასევე აუცილებლად იქნება საუბარი იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში იქნება განხილული არამხოლოდ პოლიტიკური ურთიერთობები, რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, ასევე დიდი მნიშვნელობა დაეთმობა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განხილვას, სავაჭრო ბრუნვას, რომელიც ყოველწლიურად არის მზარდი, ტურისტების რიცხვის ასევე მზარდ ტენდენციას, ხალხთა შორის და კულტურულ ურთიერთობებს, რომელიც ასევე განსაკუთრებულია ორ ქვეყანას შორის. პრემიერმინისტრი ასევე შეხვდება ვილინიუსის ქართველ სტუდენტებს და ლიეტუველ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედ ქართული ენისა და კულტურის ცენტრში“,- განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.
საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია შედიან
imedinews.ge

No comments:

Post a Comment