Saturday, January 19, 2019

ფოტოები ქაშუეთდან, სადაც აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დიდ დი­ღომ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში მი­უ­სამ­ძიმ­რა. კახა კა­ლა­ძე ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე მე­რის მო­ად­გი­ლე ილია ელოშ­ვილ­თან ერ­თად მი­ვი­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში დას­ვე­ნე­ბუ­ლია ნა­თია ციც­ვი­ძე, მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ნი­კო­ლო­ზი და ნა­თი­ას და-ნინო ციც­ვი­ძე.
"ეს არის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ტრა­გე­დია, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯახს", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ას­თან თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ, ილია ელოშ­ვილ­მა.
16 იან­ვარს, დიდ დი­ღომ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას 4 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 8 კი და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი­დან ერთი მკურ­ნა­ლო­ბას იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ამ დრომ­დე გა­დის.
ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი
ambebi.ge

No comments:

Post a Comment