Monday, February 11, 2019

10 წლის ასაკში ჰყავდათ რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში" - რას ჰყვებიან 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პა­ცი­ენ­ტთან კონ­ტაქ­ტი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, არ ვი­ცით, აც­ნო­ბი­ე­რებს თუ არა გუ­შინ მომ­ხდარ ფაქტს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ რუს­თა­ვის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა მა­ნა­ნა ელი­აშ­ვილ­მა 13 წლის მო­ზარ­დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, ვა­ლე­რი ირე­მა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მა­ნა­ნა ელი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ პა­ცი­ენტს უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უძი­ნია და ცუ­დად იყო. მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენტს აქვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა რა სა­ხის, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია.
„პა­ცი­ენ­ტი მო­იყ­ვა­ნეს წუ­ხელ. მი­ე­ცა მას შე­სა­ბა­მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. რო­გორც გად­მო­ცე­მით ირ­კვე­ვა, უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცუ­დად იყო, და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღე არ უძი­ნია. წუ­ხან­დე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენტს ეძი­ნა და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ გა­ეღ­ვი­ძა. კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა მას­თან მი­ნი­მა­ლურ დო­ნემ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, ის არ ყვე­ბა თა­ვი­სი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.
ინ­ფორ­მა­ცია მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ჩვენ გვაქვს მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი­დან. მამა იყო მო­სუ­ლი და სწო­რედ აქე­დან გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ იქ­ცე­ო­და სახ­ლში. მი­ნი­მა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტით დგინ­დე­ბა, რომ ადა­მი­ანს აქვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა რა სა­ხის, ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია.
იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ მას­თან კონ­ტაქ­ტი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, არ ვი­ცით, აც­ნო­ბი­ე­რებს თუ არა გუ­შინ მომ­ხდარ ფაქტს. ამის შე­ფა­სე­ბა ჯერ ნა­ად­რე­ვია.
ჩვე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის მას არას­დროს მო­უ­მარ­თავს. მა­მის გად­მო­ცე­მით, 10 წლის ასაკ­ში ჰყავ­დათ რუს­თა­ვის ფსი­ქო­ნევ­რო­ლო­გი­ურ დის­პან­სერ­ში, მას შემ­დეგ კი მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის არ მი­უ­მარ­თავს,“ - გა­ნა­ცხა­და რუს­თა­ვის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა მა­ნა­ნა ელი­აშ­ვილ­მა.
13 წლის მო­ზარ­დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ვა­ლე­რი ირე­მა­ძე წი­ნას­წა­რი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან ექი­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წუ­ხელ გა­და­იყ­ვა­ნეს.
შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­დაყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე, ექი­მებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლი შე­ა­მოწ­მეს და მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მას ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა და დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ რუს­თავ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მე-8 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში ბი­ძამ 13 წლის ბავ­შვი მოკ­ლა.
მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს
ambebi.ge

No comments:

Post a Comment