Monday, February 11, 2019

ეშლი იანგმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ეშლი იანგი "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობას გააგრძელებს. 33 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა წითელ ეშმაკებთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის Twitter-ზე გავრცელდა 
აქამდე მოქმედ შეთანხმებას ვადა ზაფხულამდე ჰქონდა. ეშლი იანგი მანჩესტერული გრანდის შემადგენლობაში 2011 წლიდან ასპარეზობს. საინტერესოა რომ კარიერის დასაწყისში ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ბოლო რამდენიმე სეზონია იანგი საკმაოდ მაღალი დონის მცველად იქცა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment