Monday, February 11, 2019

მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2019 წელს აღარ შევა


„მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა, პროექტის 75 პროცენტი უკვე განხორციელებულია. ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, უკვე გაყვანილია 7 კილომეტრი და 800 მეტრი სიგრძის გვირაბი, დარჩენილია 2 კილომეტრი. ასევე, ბაჩიაშვილის თქმით, თითქმის სრულად აშენდა სათავე ნაგებობა და შენობები. 
ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებას 2020 წლის შუა პერიოდში ვარაუდობენ, აქამდე ცნობილი იყო, რომ ჰესი 2019 წელს ამუშავდებოდა.
„თანაინვესტირების ფონდმა“ „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტი 2016 წელს წარადგინა. პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 131 მლნ აშშ დოლარია, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება.
„მტკვარი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 251.5 მლნ კვტ.სთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment