Monday, February 11, 2019

ინდონეზიელი პოლიციელები დაკავებულს გველით აშინებდნენ

ინდონეზიის პოლიცია ეჭვმიტანილის წამების გამო ბოდიშს იხდის და დამნაშავეების დასჯის პირობას დებს. ოფიციალური განცხადება უწყებაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ინტერნეტში სკანდალური ვიდეო გავრცელდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კადრებში ჩანს, თუ როგორ აშინებენ ეჭვმიტანილს სამართალდამცველები ცოცხალი გველით. ამ გზით ისინი დაკავებულს ჩვენების მიცემას აიძულებენ. სკანდალური კადრები პაპუას პროვინციაში იანვარშია გადაღებული.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment